Friday, September 23, 2011

კდემამოსილი გოგო და მეძავი

   ბნელოდა. ღამის 3 საათი იყო და ვასოს სახლში ისევ ჟრიამული ისმოდა. იგი 23 წლის გახდა, მისი მეგობრები ჟრიამულობდნენ მაგრამ ის დაღონებული იყო. ვერავის ვერ გაერკვია ამის მიზეზი. თუ ვასოს ფიქრების გაგონებას შეძლებდით მხოლოდ მაშინ მიხვდებოდით თუ რა საშინელმა სანახაობამ დააღონა ის.
                                 
                           1 წლის წინ
   ვასო ხშირად დადიოდა ბილიარდის სათამაშოდ კლუბში. იქ მიმტანად ერთი ლამაზი გოგო მუშაობდა, მას ოქროსფერი თმა წელამდე სწვდებოდა და ხასხასა მწვანე თვალები ჰქონდა. იგი ყოველთვის მორიდებული იყო. როცა ვასო მეგობრებთან ერთად ბილიარდს თამაშობდა ოქროსფერთმიან მიმტანს ლუდი მიჰქონდა ხოლმე და ასევე თავმდაბლურად დაუკრავდა თავს და სხვა შეკვეთას იღებდა. გადიოდა თვეები და ვასოს მიხვდა რომ ალისია მთელი გულით უყვარდა, უკვე აღარ შეეძლო თავის შეკავება, უნდოდა რომ თავისი გრძნობები მისთვის გაემჟღავნებინა. წესიერადაც კი არ იყო მასთან გამოლაპარაკებული ისე დაეუფლა ეს გრძნობა. მაგრამ რას გაუგებთ სიყვარულს?
  ერთ დღეს ღამე იყო, ბილიარდის ბარი უკვე იკეტებოდა, ვასო და მისი მეგობრები წასვლას აპირებდნენ. ვასოს ერთმა მეგობარმა ალისიას დაუძახა და ფეხის ქირად 200 ლარი მისცა. მას ძალიან გაუხარდა და ბაჩოს დიდი მადლობა გადაუხადა. როცა შეტრიალდა ბაჩომ კაბაზე უხეშად მოქაჩა და უთხრა: ამ ღამით წამომყვები?. შეშინებულმა ალისიამ უარი უთხრა და ამით აღშფოთებულმა ფული უკან მიაყარა , შემდეგ კი სწრაფად გაეცალა. სიმთვრალით გალეშილი ბაჩო წამოიჭრა მაგრამ იგი მეგობრებმა შეაჩერეს.
_გალეშილი მთვრალია. არ მიკვირს ასეთი რაღაც რომ გააკეთა-თქვა ერთმა ძმაკაცმა
_სახლში უნდა წავიყვანოთ, რამე შარს არ წამოეკიდოს.-თქვა ვასომ
 მათ ბაჩო ძლივძლივობით წაიყვანეს სახლში. როცა ბაჩო თვრებოდა აგრესიული ხდებოდა ამიტომ ერთ გამვლელს ეცა და ჩაარტყა. იქვე პოლიციის მანქანამაც ჩაიარა და იგი პოლიციაში წაიყვანეს. ერთი დღის შემდეგ გამოუშვეს და ჯარიმად 400 ლარი გადაახდევინეს.
 მეორე დღეს ვასო ალისიასთან მივიდა და მომხდარის შესახებ ბოდიში მოუხადა.
_არაუშავს, ადრეც მქონია ასეთი შემთხვევები. -თქვა ალისიამ
 _იმედია ასეთი რამე არასოდეს მოხდება- (ეს თქვა ვასომ და თავისი თავი გაახსენდა. ის და ალისია თუ შეყვარებულები გახდებოდნენ თუ ვინმე ასეთ რამეს უზავდა წამსვლელიც კი იყო რომ უნიტაზში თავი ჩაეყოფინებინა).
_ხვალ 4-ზე კაფე "ბრილიანტში" მოხვალ? თან კვირაა და სამუშაო არ გექნება
_ალისია გაწითლდა, ცოტა შეყოყმანდა და მერე დათანხმდა.
ვასომ ის სახლის კარამდე მიაცილა. როცა ტაქსიდან გადმოვიდნენ ვასოს თვალში 5 სართულიანი ძველი კორპუსი ეცა. სადარბაზო სულ მინგრეული იყო, ხოლო კიბეები დაქანებული. უცბად ისეთმა შიშმა შეიპყრო რომ ეგონა სადაცაა კიბე ჩაინგრევაო. ავიდნენ მეხუთე სართულზე. იქ მოპირდაპირე მხარეს ორი კარები იყო. ერთი თეთრი, ლამაზად შეღებილი, ხოლო მეორე გაჭუჭყიანებული და დაჭეჭყილი. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ ალისიას ბინის კარი. კარი დედამ გააღო. მას შავები ეცვა და გამხდარი, ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ეტყობოდა რომ ბევრი ტანჯვა გადაიტანა.
_გაიცანი, ეს დედაჩემია. -თქვა ალისიამ
_სასიამოვნოა, მე ვასო ვარ.
ქალმა თავი ცოტა უხერხულად იგრძნო. ბოლოს ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და ვასო სახლში წავიდა. იგი მთელი ღამე ალისიაზე ფიქრობდა.
 მეორე დღეს რესტორან "ბრილიანტში" ერთმანეთს შეხვდნენ. ბევრი ისაუბრეს. ალისიამ ვასოს თავისი ოჯახის შესახებ.მოუყვა. თურმე მამა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ, დედამისი და ალისია მარტო დარჩნენ და ძალიან უჭირთ. ბოლოს ვასო ძლივს გამოუტყდა სიყვარულში. ალისია თავიდან დაიბნა და პირველ წამებში არაფერი არ თქვა. მხოლოდ სასიამოვნო და დარცხვენილი სახე მიიღო და გაიღიმა. ვასოსთვის ცნობილი გახდა რომ მან მის გრძნობებს უპასუხა. მაგრამ გრძნობდა რომ ალისია რაღაცით იყო დაკომპლექსებული და ამ კომპლექსებისგან თავს ვერ ინთავისუფლებდა.რამდენიმე თვე ერთმანეთს ხვდებოდნენ. ხან პარკში საუბრობდნენ, ხან კაფეში.. ვასომ გადაწყვიტა რომ მისთვის ცოლობა ეთხოვა. ძვირფასეულობის მაღაზიაში ძალიან ლამაზი ნიშნობის ბეჭედი იყიდა და მისართმევად ემზადებოდა.
_იცი ვასო, უთხრა ერთ დღეს სასტუმროში პაემანის შემდეგ,- ჩვენ თუ სიცოცხლის ბოლომდე ერთად დავრჩებით ჩემი საიდუმლო მინდა იცოდე. იმედია გამიგებ.
_რა საიდუმლო?
_მალე გეტყვი . ჯერ მზად არ ვარ. მაგრამ დამიჯერე შენთან გულწრფელი ვარ.
_შენი მჯერა. როცა მოგინდება მაშინ მითხარი.-უთხრა ვასომ.
მალე ალისიას დაბადების დღე მოდიოდა, 20ის ხდებოდა და გადაწყვიტა რომ ზუსტად ამ დღეს ეთხოვა მისი ხელი. დაბადების დღეს არ იხდიდა, როგორც უთხრა. გახარებული ვასო თავისი საჩუქრით მანქანაში ჩაჯდა და შეყვარებულის სახლისკენ აიღო გეზი. თვალები უბრწყინავდა, მისი მზერა სხვაგან იყო მიპყრობილი, თითქოს ამ სამყაროში არ იხედებაო. ფანჯარაში იხედებოდა მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა ,თვალწინ სულ სატრფო ედგა.რამდენჯერმე წითელზეც კი გაიარა .უცბად მისი მზერა გაკვირვებისგან შეიცვალა. როცა რამდენიმე წამში თვალი გზაზე მდგარ ალისიას მოჰკრა. მას შავი ძალიან მოკლე კაბა და ნახვრეტებიანი კალბოტკა ეცვა და სექსუალურად იყო მიყუდებული კედელს და მანქანებს გამომწვევად უქნევდა ხელს. უცბად თავი ვეღარ გააკონტროლა და რაღაც მანქანას შეეჯახა. დასისხლიანებულს მანქანიდან გადმოსვლა უნდოდა მაგრამ ქამარს ვერ იხსნიდა. ბოლოს შუშის ნატეხი აიღო და ქამარი ძლივ-ძლივობით გადაჭრა. მანქანიდან გადმოცოცდა და გონება დაკარგა. ცოტა ხანში მანქანა აფეთქდა.
როცა გონზე მოვიდა ყველაფერს ბუნდოვნად ხედავდა.
"გონს მოვიდა" -გაისმა ხმა
"ვიცოდი რომ გადარჩებოდა. არ იყო მძიმე დაზიანება".
თვალები კარგად გაახილა და მის თავზე მდგომი ექიმები დაინახა.
_სად ვარ?
_ნუ გეშინია, საფრთხე არ გემუქრება. ტვინის შერყევა გაქვს საშუალო დონის, სხეულზე ცოტა დაზიანება. ერთ 2 კვირაში გაგწერენ.
_ალისიას ნახვა მინდა. ყველაფერი უნდა მომიყვეს.
_თქვენს ოჯახის წევრებს შევატყობინეთ. აქ არიან და მალე გნახავენ.
ვასოს ისევ ჩაეძინა და როცა გაიღვიძა მამამისი და ძმა დაინახა.
_როგორ ვნერვიულობდით. როცა შეგვატყობინეს რომ ავარიაში მოყევი ძალიან შემეშინდა.-თქვა მამამ
_კარგად ვარ, მალე მინდა გამწერონ . ალისია უნდა ვნახო-თქვა ვასომ
_როცა გაგწერენ მაშინ ნახავ. შენი შეყვარებული არ მინახია და მაინტერესებს. ადრე რომ სურათზე მანახე ძალიან ლამაზია.-უთხრა ძმამ
_კარგი იქნება თუ მასეთ კდემამოსილ გოგოს მოიყვან ცოლად. -უთხრა მამამ
სიტყვა "კდემამოსილის" გაგონებაზე ვასოს თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი სახე დაეღრიჯა. ხმა ვერ ამოიღო. უცბად ყველაფერი გაახსენდა. ის გოგო გზაზე რომ ნახა .... მსგავსი კი არა ნამდვილად ის იყო. "ეს როგორ მოხდა? ის მეძავია? თან ის ადგილი მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანების უბანია. ვერ ვიჯერებ... თურმე მატყუებდა ამდენი ხანი. აი რა საიდუმლოზეც ლაპარაკობდა! ის ბოზია, თან თავის დაბადების დღესაც არ უღალატა თავის პროფესიას."
ამ ფიქრებში იყო გართული. ცოტა ხანში პალატაში ექიმი შემოვიდა და ახალი მნახველი შემოიყვანა.
_გამარჯობა შვილო, როცა ვასო გამოჯანმრთელდება აუცილებლად გადაგიხდით დიდ ქორწილს.-უთხრა ვასოს მამამ ალისიას.
_ბატონო? -გაკვირვებით თქვა ალისიამ და გაწითლდა.
ვასო ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში იყო: "......."
_ნახეთ, ჩემ ძმას სიხარულისგან ხმა ჩაუვარდა._თქვა ვასოს ძმამ გიომ
 _ვასო, როგორ ვინერვიულე შენზე! არც ტელეფონს  პასუხობდი შემდეგ კი პოლიციამ აიღო. კინაღამ გავგიჟდი!-თქვა ალისიამ
_მე მოვდიოდი რომ შენთვის ხელი მეთხოვნა, შენ კი....-და ვასოს ხმა ჩაუვარდა. უცბად თავში მაგარი ტკივილი იგრძნო.
ოთახში ექიმი შემოვიდა და ყველა გაიყვანა. მოსაცდელში უთხრეს რომ ვასოსთვის დატვირთვა არ შეიძლება.
გავიდა ერთი კვირა. ვასოს მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა ფიზიკურად თავს უფრო უკეთ გრძნობდა, მაგრამ სულიერად   უფრო ცუდად იყო. გაურკვევლობისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა. მთელი კვირა მნახველებს არ უშვებდნენ და აი მის პალატაში ალისია შემოვიდა. მას სახე უბრწყინავდა.
_ვასო!-იყვირა და გადაეხვია.
_იმ დღეს როცა შენ დაბადების დღეზე მოვდიოდი. ძალიან ცუდი რამე ვნახე-თქვა ვასომ თან ლაპარაკი უჭირდა.-არ გინდა ამიხსნა?
_რა? რა უნდა აგიხსნა?
_რა საიდუმლოც გაქვს. მივხვდი რაზეც მეუბნებოდი.
ალისია დადუმდა და სახეზე დანაშაულებრივი გამომეტყველება მიიღო.
_ვიცი, ეს არ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ არაფერი დაიმალება. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაიგე, მაგრამ ძალიან ვნანობ თავი ასეთ საქმეში რომ გავყავი.-თქვა ალისიამ
_ნანობ?-ჰკითხა ვასომ
_კი, თანაც ძალიან. ჩვენ ქორწინებას ხელს ხომ არ შეუშლის?
_ალბათ ამისთვის მიზეზი გქონდა. არ მეგონა თუ ასეთი იყავი. გარეგნობა მატყუარაა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი .
  _მინდა ერთ დღეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვე. მაგრამ ამისთვის დრო არ მაქვს. გრძელი ამბავია. დამიჯერე ძალიან ვნანობ. როცა გაგწერენ ყველაფერს მოგიყვები და გადაწყვიტე მომიყვან თუ არა ცოლად.-თქვა დაღონებულმა ალისიამ და წავიდა.
ვასო ცოტა გამოერკვა გაუგებრობისგან მაგრამ ყველაფერი ისევ ბურუსს მოეცვა. ნუთუ ალისია თავის დაბადების დღეზე, როცა ვასოს ელოდებოდა ქუჩაში კლიენტებს იღებდა.. ეს გაურკვეველი იყო. ის გოგო ზუსტად მისნაირი იყო, იგივე ვარცხნილობა, ნუთუ ორეულია? მისთვის ახლა მთავარი იყო მალე გამოჯანმრთელებულიყო და ალისიასთვის მოესმინა. "ნეტა ეს ყველაფერი ტყული აღმოჩნდეს! არ მინდა ის გოგო ალისია იყოს. თან თავისი საიდუმლო, რომელიც ასე უშლის ჩვენ ქორწინებას ხელს, რცხვენია, თუ ლოგიკით განვსაზღვრავთ ის მეძავია და რაღაცის გამო ამ საქმიანობას ხელი მოკიდა."
რამდენიმე დღეში ვასო გამოწერეს. ალისიამ სახლში მიაკითხა და ჩახუტება დაუპირა, როცა ვასომ შეაჩერა.
_არ მომეკარო სანამ ყველაფერს არ ამიხსნი
ალისია გაჩუმდა და ხმა ვერ ამოიღო. შემდეგ კი ძლივძლივობით თქვა:
_ხვალ ჩემ სახლში 7-ზე მოდი და ყველაფერს მოგიყვები. დედაჩემიც გარეულია ამ საქმეში. ორივე აგიხნით.
ვასომ თავის ოჯახს არაფერი არ უთხრა, არც ის რომ ალისიაზე ასეთი ეჭვები ჰქონდა.
გათენდა. ვასო 12-ზე ადგა და ეზოში თავის ძმაკაცებს შეხვდა.
_ახლა სტრიპტიზ ბარში მივდივართ. არ გინდა წამოგვყვე? განიტვირთები.-უთხრა ერთმა ძმაკაცმა
_სტრიპტიზ ბარში? მე საცოლე მყა... -ამის თქმაზე რაღაც გაახსენდა. ალისია ხომ ბოზი იყო, იმედგაცრუებული იყო. ამიტომაც დათანხმდა. გადაწყვიტა რომ სამაგიერო გადაეხადა.
ვასო და მისი სამი ძმაკაცი სტრიპტიზ ბარში წავიდნენ. იქ დიდი მხიარულება იყო. ქალები ძელთან ცეკვავდნენ. იქ კლიენტებსაც ემსახურებოდნენ. ვასო დაღონებული იყო. ცდილობდა ძალით გაემხიარულებინა თავი. უცბად უკან მიმავალი ოქროსფერთმიანი გოგო დაინახა. წამიც არ იყო გასული რომ მთვრალმა ბაჩომ უკანალზე ხელი წამოარტყა.
_შენ?-ჰკითხა ბაჩომ.-რა სექსუალური ყოფილხარ. ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობ. კაი მოფიქრებაა
_წესიერად მომექეცი! მემგონი ვიღაცაში გეშლები! კლიენტებს ვემსახურები მაგრამ უხეშ მოპყრობას არავისგან არ ავიტან და უცბად ფეხი მოიქნია და ბაჩოს სახეში გაარტყა. ბაჩო გაცეცხლდა და გოგოს გაარტყმა დაუპირა. მაგრამ ის ისეთი სწრაფი იყო რომ ბაჩოს ფეხებში გაუძვრა, შემდეგ კი პანჩური ამოარტყა. ამას თავში ორი ბოთლიც დააყოლა და ბაჩო გაითიშა.
ვასო გოგოს მივარდა და ალისია იცნო.
_სახლში 7-ზე დამიბარე, აი რატომ ასე გვიან! თურმე ყველაფერს ნანობ..
_რეებს როშავ? კლიენტებს ღამით 12-ზე ვიბარებ და არა ასე ძალიან ადრე. ისე შენთან მშვენივრად გავერთობოდი
_შენ ალისია არ ხარ.
_ალისია? არა, ჩემი ნამდვილი სახელი არ მომწონს ამიტომ ზედმეტსახელად სუპერბომბას მეძახიან. ყველა ოცნებობს ჩემთან წოლაზე.
_შენ გამო მომიხდა ავარია!
_ისე კი გამახსენდი. როცა მანქანით მიდიოდი მივხვდი რომ მე გამომაყოლე თვალი და მომსახურება გინდოდა. მართლაც რომ სუპერბომბა ვარ. ვწუხვარ ავარია რომ მოგიხდა მაგრამ ახლა შეგიძლია აისრულო სურვილი. ერთ ღამეში 150 ლარს ვიღებ.
  ვასო გაოგნებული იყო. ასეთი ორეული, მას არასოდეს სჯეროდა ორეულების არსებობა. დარწმუნდა რომ ეს გოგო ალისია არ იყო. ის ასეთ რამეს ვერ გააკეთებდა. უბრალოდ დამთხვევაა. ასე ფიქრობდა და თან სიხარული ეუფლებოდა რომ მისი შეყვარებული მსუბუქი ყოფაქცევის არ აღმოჩნდა.
ვასო ამ ფიქრებში იყო გართული როცა იმ გოგოს დასისხლიანებული ბაჩო მიუახლოვდა, თმაში სწვდა და სახეში მუშტი ჩაარტყა. ხალხი ეცა და გააშველა, "სუპერბომბას" თვალში ჰქონდა მოხვედრილი და სისხლი მოსდიოდა. დაცვამ ბაჩო გარეთ გააგდო. ვასო და მისი ძმაკაცებიც მიჰყვნენ.
_ქუჩაში გამომაგდეს იმ იდიოტებმა-წამოიყვირა გალეშილმა ბაჩომ
_ცუდი სიმთვრალე გაქვს. შენთან ყოფნა შარია-უთხრა ვასომ
_ისევ ამის სახლში წათრევა მოგვიწევს.
ძმაკაცებს ბაჩო სახლში მიჰყავდათ როცა უცბად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ძმაკაცები ეცადნენ მის მოსულიერებას მაგრამ გონზე ვერ მოჰყავდათ. მიიყვანეს საავადმყოფოში.
_თავის ქალა აქვს დაზიანებული და საკმაოდ მძიმე ტვინის შერყევა აქვს-თქვა ექიმმა
_რამე საშიში ხომ არაა?-იკითხა ვასოს ერთმა ძმაკაცმა ირაკლიმ
_არაფერი. თუ ორი კვირა საწოლში იწვება. ადგომა არ შეიძლება თორემ ეპილეფსია განუვითარდება.-თქვა ექიმმა
ძმაკაცებმა ბაჩოს ოჯახის წევრებს დაურეკეს და ყველაფერი აცნობეს.
ვასომ საათს დახედა. უკვე 6-ის ნახევარი გამხდარიყო. შვიდზე ალისიასთან უნდა წასულიყო. როცა საავადმყოფოს კარიდორში მიდიოდა ერთ ღია პალატას მოჰკრა თვალი. იქ ის ალისიას მსგავსი გოგო საწოლზე იწვა და თვალზე ყინულები ედო.
_შეიძლება?-ზრდილობიანად იკითხა ვასომ
_შემოდი. რა მიქნა შენმა ძმაკაცმა! ჭკუა კი ვასწავლე. ისე, აქ რას აკეთებ?-ჰკითხა "სექსბომბამ"
_ბაჩოც აქ მოვიყვანეთ რომელმაც გცემა. მძიმე ტვინის შერყევა აქვს.
_ორი ბოთლი დავამტვრიე თავზე აბა რა იქნებოდა.-ეს თქვა და წამოიხარხარა
_შეიძლება შეურაცჰყოფა მოგაყენა მაგრამ აქ გასახარი არაფერია. ცუდი სიმთვრალე აქვს. ჩემ შეყვარებულსაც მსგავსი რაღაც უყო.
_მაშინ ალისია რატომ დამიძახე?-ეჭვიანად ჰკითხა გოგომ და დაძაბული გამომეტყველება მიიღო
_ჩემ შეყვარებულს ძალიან გავხარ. თავიდან ის მეგონე. როცა მანქანით მივდიოდი ის მეგონე და მაგიტომაც მომიხდა ავარია. ის მსუბუქი ყოფაქცევის არაა. ახლა კი ნამდვილად მჯერა ორეულების არსებობის
ამის გაგონებაზე "სექსბომბა" წამოხტა და თვალიდან ყინულებიანი პარკი ჩამოუვარდა. თვალი გასიებული და ჩალურჯებული ჰქონდა. "ალისია" -ეს სახელი ჩუმად ჩაილაპარაკა და გაიფიქრა: "როგორ ვერ მივხვდი. პირველად რომ ალისია დამიძახა. ისე ვიყავი სხვა რაღაცაზე გადართული რომ ყურაღება არც კი მივაქციე. რაღა ბებერი გამოჩერჩეტებული დედაკაცი და რაღა მე!"
_რა მოგივიდა?-ჰკითხა ვასომ
_არაფერი, უცბად რა ღ აც გამახსენდა. ის ალისია, ვინ არის ასე რომ მგავს?-ეშმაკური სახით უთხრა "სექსბომბამ"
_ჩემი საცოლეა.
_სად ცხოვრობს?
_ასე დაწვრილებით რაში გაინტერესებს, იცნობ?-ჰკითხა ვასომ
_არა, უბრალოდ დამაინტერესა. რამდენი მსგავსი ადამიანი არსებობს. ორეულები. არ ვიცოდი ორეული თუ მყავდა-ამის თქმაზე ჩუმად ჩაიცინა
_კარგი, უნდა წავიდე, მაგვიანდება- თქვა ვასომ და ოთახიდან გავიდა თან საათს უყურებდა.
"მაგვიანდება, შვიდს 15 წუთი უკლია უკვე. ვეღარ ვითმენ ისე მინდა ალისიას საიდუმლო გავიგო. თურმე სულ სხვა საიდუმლოზე მელაპარაკებოდა." -ამას ფიქრობდა და გარბოდა. მანქანაში ჩაჯდა და ალისიას ბინისკენ აიღო გეზი.
       გაგრძელება იწერება

No comments:

Post a Comment